ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთი: ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები შესაძლოა კიბერ საფრთხეებს შეიცავდეს


ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში სულ უფრო და უფრო სწრაფად და ბევრ სფეროში ვრცელდება. მასზე დაფუძნებით დეველოპერებმა მოკლე პერიოდში უკვე შექმნეს არაერთი პროგრამა თუ სერვისი, რომელიც სხვადასხვა ამოცანის შესრულებას ამარტივებს. იქნება ეს ელექტრონულ წერილზე პასუხის გაცემა, სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ტექსტის დაწერა, კვლევების შეჯამება, დოკუმენტების დახარისხება, ფოტოების დამუშავება თუ ა.შ.

ახალი რესურსები მომხმარებელს სერვისის მიღებას უმარტივებს დიდ კომპანიებს კი უფრო მოქნილს ქმნის. თუმცა შესაძლოა ეს ე.წ. ხელსაწყოები იგივე ჩატბოტები კიბერ საფრთხის შემცველი იყოს.

მოსახლეობას და კომპანიებს ამის შესახებ დიდი ბრიტანეტის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი აფრთხილებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალისტები ამ დრომდე ვერ გაუმკლავდნენ უსაფრთხოების პოტენციურ პრობლემებს, რომლებიც ალგორითმებთანაა დაკავშირებული. ალგორითმი კი იმ ხელსაწყოების ღერძია, რომელიც ძირითად პროცესებს წარმართავს.

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ჩატბოტების დიდი ორგანიზაციების სამუშაო პროცესში ჩართვაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ არაერთი შემთხვევაა, როცა ჩატბოტები გასცდნენ დაკისრებულ ფუნქციებს და სხვადასხვა საოპერაციო პროცესში ჩაერთნენ.

მაგალითად, თუ ბანკი ჩატბოტს იყენებს, შესაძლოა მან ჰაკერის სწორი მითითებით საბანკო სისტემა შეცდომაში შეიყვანოს და არაავტორიზებული ტრანზაქცია შეასრულოს. შესაბამისად, სპეციალისტები მოუწოდებენ დიდ ორგანიზაციებს, სიფრთხილით მიუდგნენ ჩათბოტების გამოყენებას.

სააგენტო „როიტერისა“ და „იპსოსის“ ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ იზრდება იმ კორპორატიული თანამშრომლების რიცხვი, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა ამოცანის შესრულებაში იყენებენ. გამოკითხულთა მხოლოდ 10 პროცენტი ამბობს, რომ ხელმძღვანელობამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აუკრძალა, მეოთხედმა კი არ იცოდა რა მიდგომა ჰქონდა მის დამსაქმებელს ამ საკითხის მიმართ.

ხელოვნური ინტელექტის გარკვეული ინსტრუმენტები მსოფლიო საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, იქნება ეს „ჩატჯიპიტი“ თუ “გუგლ ბერდი“. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს არჩევანი კიდევ უფრო გაიზრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG