ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრედლი მენინგი ბოდიშს იხდის


„ვიკილიკსის“ სკანდალში გახვეულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს 90 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სკანდალთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება ედება ბრალად, ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიშს იხდის. „ბოდიშს ვიხდი იმისათვის, რომ ადამიანებს ტკივილი მივაყენე, ბოდიშს ვიხდი, რომ შეერთებულ შტატებს ზიანი მივაყენე“ - განაცხადა მენინგმა სასამართლო პროცესზე.

სამხედრო ტრიბუნალმა მენინგს 21-დან ერთი დანაშაული მოუხსნა, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა, 700 ათასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტის ვებგვერდ „ვიკილიკსისთვის“ გადაცემის გამო, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 25 წლის სამხედრო მოსამსახურეს 90 წლამდე განაჩენი ემუქრება.
XS
SM
MD
LG