ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კვლავ მსხვერპლია


საერთაშორისო ძალები სრულ პასუხისმგებლობას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს 2014 წელს გადააბარებენ

ნატოს განცხადებით, შაბათს ავღანეთის პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ორმა მეამბოხემ სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში კოალიციური ძალების ჯარისკაცების მისამართით ცეცხლი გახსნა, რის გამოც ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

ინციდენტის დროს კოალიციურმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ერთი მეამბოხე დაიღუპა, მეორემ .გაქცევა მოახერხა .

საფრანგეთის საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ჯარისკაცები ბრიტანეთის სამხედრო შენაერთიდან იყვნენ, რომელიც ჰელმანდის პროვინციაშია ბაზირებული.

ერთი დღით ადრე ანალოგიური თავდამსხმა მოხდა კუნარის პროვინციაში, სადაც ავღანელი ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულმა მეამბოხემ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა. ბოლო დროს მსგავსი ტიპის ინციდენტებმა რაოდენობით 16-ს მიაღწია. ინციდენტების მატება ემთხვევა იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ძალები ქვეყნის დასატოვებლად ემზადებიან.

საერთაშორისო ძალები სრულ პასუხისმგებლობას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს 2014 წელს გადააბარებენ.

XS
SM
MD
LG