ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმები ავღანეთში


კოორდინირებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

ავღანეთი დედაქალაქში და სხვა ქალაქებში შეიარაღებულმა პირებმა რამდენიმე ერთდროული თავდასხმა განახორციელეს. ქაბულში პარლამენტის შენობასთან საელჩოების უბანში აფეთქებების და სროლის ხმა ისმოდა.

კოორდინირებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ამბოხებულთა მოძრაობის პრესმდივნის ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, კვირას განხორციელებული კოორდინირებული თავდასხმები, გაზაფხულზე დაგეგმილი შეტევების ნაწილია. მისი თქმით, ამ ოპერაციებში ასევე ჩართული იქნებიან თვითმკვლელი ტერორისტებიც.

ქაბულში შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ ისინი დროებით წყვეტენ მუშაობას. ჯერჯერობით, ინფორმაციები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა არიან დაჭრილები.

XS
SM
MD
LG