ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელებს ტრამპის მათთან ჩასვლის გეგმა აოცებთ


რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ჩასვლის გეგმამ ადგილობრივებში დიდი გაოცება გამოიწვია. რამდენიმე თვის წინ მუსლიმების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო, ტრამპის ქვეყანაში ჩასვლის აკრძალვის მოთხოვნით დაიწერა პეტიცია, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი. დიდი ბრიტანეთის პარლამენტში პეტიციისთვის კენჭი ჯერ არ უყრიათ. ამასთან, ტრამპს ჯერ ბრიტანეთის პრემიერმა დაუძახა საჯაროდ “სულელი”, შემდეგ კი ლონდონის მერმა “ხეპრე” უწოდა.

ამერიკელ მილიარდერს შოტლანდიაში მდებარე ერთ-ერთი ძვირფასი გოლფის მოედნის ხელახალი გახსნის ცერემონიაზე დასწრება სურს, რომლის გარემონტება 300 მილიონი დოლარი დაჯდა. ჯერჯერობით დევიდ კამერონის ოფისი არ მიანიშნებს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრას გეგმავს.

XS
SM
MD
LG