ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი დევიდ კამერონის პირისპირ


რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო ნომინანტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას მომავალში შესაძლოა დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს. დევიდ კამერონმა რესპუბლიკელ კანდიდატს მუსლიმების ამერიკაში შემოშვების აკრძალვის ინიციატივის გამო „დამყოფი, სულელი და მტყუანი“ უწოდა.

„ისე ჩანს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა არ გვექნება“ - უთხრა უძრავი ქონების ამერიკელმა მაგნატმა დღეს ბრიტანულ ტელევიზიას. ამასთან აღნიშნა, რომ თავიდან დიდი ბრიტანეთის პრემიერთან კარგი ურთიერთობის იმედი ჰქონდა, მაგრამ პრობლემას ისიც თავს არიდებს. „ჯერ ერთი სულელი არ ვარ, გასაგებია? ამას ახლავე ვიტყვი... სრულიად საპირისპიროდ. მეორეც, რაც შეეხება დამყოფს, არ ვთვლი, რომ გამთიშველი ადამიანი ვარ. მე ვარ გამაერთიანებელი, დღევანდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით, გამაერთიანებელი ვარ“ - აცხადებს ტრამპი.

XS
SM
MD
LG