ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში წარმოშობით სამ სომალელს გაასამართლებენ


მინესოტის შტატში წარმოშობით სომალელ სამ ამერიკის მოქალაქეს გაასამართლებენ. ფედერალური სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა უკვე დაიწყო. სომალელებს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობა ედებათ ბრალად.

ეჭვმიტანილები 21-დან 22 წლამდე ასაკის არიან. ისინი სავარაუდოდ სირიაში წასვლას გეგმავდნენ და თვითმფრინავში ასვლის წინ დააკავეს. ახალგაზრდებს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ხანგრძლივი, ან სამუდამო პატიმრობა ელით. ბრალი სამივე სომალელმა ამერიკელმა აღიარა. მინეაპოლისში, მინესოტის შტატის უდიდეს ქალაქში სომალის დიდი დიასპორა ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG