ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამურმა სახელმწიფომ" მესამე ამერიკელი ჯარისკაცი იმსხვერპლა


ჩარლზ კიტინგი
ჩარლზ კიტინგი

ამერიკის საზღვაო ძალების ელიტარული სპეციალური დანიშნულების რაზმის - ეგრეთწოდებული, ზღვის ლომების - წევრი დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლისას დაიღუპა.

პენტაგონის ინფორმაციით, ის ჩრდილოეთ ერაყში ქურთული შეიარაღებული ძალა პეშმერგას “მრჩეველი იყო და მის შეფასებას აწარმოებდა.”

ჩარლზ კიტინგი ქალაქ მოსულთან დაიღუპა, როცა პეშმერგას პოზიციებს “ისლამური სახელმწიფო” თავს დაესხა.

კიტინგი ამერიკის მესამე ჯარისკაცია, რომელიც ერაყში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლის დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG