ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მომხდარ აფეთქებებში 24 ადამიანი დაიღუპა


რამდენიმე თვითმკვლელის მიერ განხორციელებულ აფეთქებებში, რომელიც დღეს ერაყის ტერიტორიაზე განხორციელდა, 24 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 60-ს აჭარბებს.

აფეთქებების სამიზნე უმეტესად ერაყის ჯარის ქვედანაყოფები და გასამხედროებული დაჯგუფებები იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ანალოგიური აფეთქებები ხშირად დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ხორციელდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით მარტო მარტის თვეში ერაყში მომხდარ აფეთქებებში და ძალადობაში 544 ერაყელი ჯარისკაცია დაღუპული.

XS
SM
MD
LG