რით არსებობენ დრამატული თეატრები ამერიკაში? როგორ უხდიან მსახიობებს და აქვთ კი მათ ხელფასი თეატრიდან? მაია ქვარცხავა ვაშინგტონში მოქმედი სინეტიკის თეატრის ხელმძღვანელს და რამდენიმე მსახიობს ესაუბრა.
ნიუ-იორკში დიდი წარმატებით ჩაიარა ქართველი რეჟისორის, ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმულმა „ჰამლეტმა“. შექსპირის თამამი ინტერპრეტაციის ავტორი ასევე წარმოშობით ქართველი რუსი მწერალი, ბორის აკუნინია. მუსიკა გია ყანჩელს ეკუთვნის, პროექციის დიზაინერი მიხეილ ივანიშვილია.
ქართველმა ბარიტონმა გიორგი გაგნიძემ მსოფლიო ოპერის ერთ-ერთ მექად წოდებულ მეტროპოლიტენ-ოპერაში რიგით მე-100 წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. „კატაკლიზმური ძალის მქონე ხმა“ - ასე წერდა მედია მის შესრულებაზე ვერდის ოპერა „აიდაში“.
ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლისაა. ამის აღსანიშნავად, შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში კულტურული ღონისძიებების სერია ნინო ქათამაძის, ნიკოლოზ რაჭველის და ჯგუფ "ინსაითის" კონცერტით დაიწყო
კინოს მოყვარულებში არ წყდება სპეკულაცია იმაზე, თუ ვინ აღებს წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოს. ამბობენ, რომ ოსკარის მფლობელთა ბედის გადაწყვეტაში წელს პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
ამერიკის ხმამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მომღერალ ქეთი მელუასთან, რომელიც ქართულ გუნდთან ერთად ევროტურს გეგმავს. ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან მოისმენთ.
მეტროპოლიტენ ოპერას სცენაზე წარმატებით დასრულდა ვერდის ოპერა "რიგოლეტოს" წარმოდგენა, სადაც მთავარ როლს ვერდის ოპერების ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე ასრულებს.
დღეს ფილმის "უკან წარსულში" ფანები კინოსურათის დღეს აღნიშნავენ, დღეს იმიტომ, რომ ფილმის მთავარი გმირები სწორედ 21 ოქტომბერს გაფრინდებიან უკან, წარსულში.
მეტის ჩატვირთვა