დემოკრატთა პრაიმერებზე ჯერჯერობით ბილ დე ბლაზიო იმარჯვებს
ნიუ იორკის მერის არჩევნებზე, დემოკრატთა პრაიმერებში ბილ დე ბლაზიო ლიდერობს. უბნების 95 პროცენტზე ხმის დათვლის შედეგები აჩვენებს, რომ ბლაზიო დანარჩენ დემოკრატ კანდიდატებს სულ მცირე 14 პროცენტით უსწრებს. მას ამჟამად ქალაქის სახაზინო ადვოკატის თანამდებობა უკავია და მკვეთრად ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა.
საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება. საარჩევნო კომისიას ჯერ კიდევ ათობით ათასი ხმა აქვს დასათვლელი. საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ბილ დე ბლაზიო ნოემბრის არჩევნებზე რესპუბლიკელთა მთავარი კანდიდატის, ჯო ლოტას პირისპირ აღმოჩნდება.