ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზე, რომ ლიბიიდან ნიგერის რესპუბლიკაში მოამარ კადაფის ერთგულ ძალთა დიდი ავტოკოლონა გადავიდა.
ნიგერის მაღალჩინოსნებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ საზღვარი მხოლოდ სამმა ავტომობილმა გადაკვეთა. ნიუ-იორკ თაიმსში ციტირებულია ნიგერის იუსტიციის მინისტრსი მარუ ამადუს განცხადება, რომლის თნახმად ამ სამ ავტომობილში შეუიარაღებელი ხალხი ისხდა. ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ ნიგერში იმყოფებიან კადაფის უშიშროების ბრიგადების ხელმძღვანელი მანსურ დჰაო და მისი თანაშემწეები.