ერაყის პოლიციის განცხადებით ბაღდადის მახლობლად მდებარე ქალაქში ბომბის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა. ტერაქტი დიუალას პროვინციაში სუნიტების პოლიტიკური პარტიის ოფისში მოხდა. ქალაქ ბაქუბაში რეფორმების და განვითარების პარტიის შტაბ ბინაში აფეთქება მაშინ მოხდა როდესაც ამ პარტიის წევრები თათბირს ატარებდნენ. ერაყში გასულ წელს შემცირდა ტერაქტების რაოდენობა, თუმცა 30 ივნისის შემდეგ როდესაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყის ქალაქები დატოვეს მათი რიცხვი ისევ გაიზარდა.