უკრაინამ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენისკენ მიმართულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

უკრაინამ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენისკენ მიმართულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ამ ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის საერთასორისო მონიტორინგი დაწესდება. ბოლო მომენტში უკრაინამ ხელსეკრულებიდან ის დამატებითი პუნქტები ამოიღო, რომლის ხელისმოწერასაც რუსეთი უარობდა.

დოკუმენტზე ხელისმოწერის შემდეგ უკრაინის წარმომადგენელი ბრიუსელს ბაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ენერგოკრიზისის საკითხს განიხილავენ. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ხელშეკრულების რატიფიკაცია დღესვე შეიძლება მოხდეს. "იტარ ტასის" სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გაზპრომი" აცხადებს, რომ ექსპერტები მზად არიან მონიტორინგის პროცესის დასაწყებად.