სირიის პრეზიდენტი ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას ლეგიტიმიურად თვლის.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ისრაელის აგრესიისათვის წინააღმდეგობის გაწევა ლეგიტიმიურია და რომ ახლო აღმოსავლეთში დამყარებული მშვიდობა მყარი არ არის.

ბატონმა ასადმა დაამატა, რომ ისრაელს ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება, დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი.

დამასკოში ჟურნალისტებთან საუბრისას, ბატონმა ასადმა ერთი თვის განმავლობაში ისრაელისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ჰეზბოლა შეაქო.

მან აგრეთვე გააკრიტიკა პრეზიდენტი ბუში და სთქვა, რომ მისეული ეგრეთწოდებული “ახალი ახლო აღმოსავლეთის” გეგმა ჩაიშალა. სირიის პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტი ბუში პრევენციული ომის პრინციპებს ემხრობა, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება სამშვიდობო პროცესს.

ლიბანის ომის გამოწვევას ბატონი ბუში ჰეზბოლას და მის ორ მომხრეს სირიასა და ირანს აბრალებს.