ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის პრესის წარმომადგენლებს შეხვდება, მისი კაბინეტში პრეტენდენტების შერჩევის საკითხებზე და მისი ბიზნესის გადაცემის თაობაზე სასაუბროდ. ტრამპის თქმით, ის არ ჩაერევა საკუთარი ბიზნესის წარმოებაში, იმისთვის, რომ პრეზიდენტის მოვალეობებით დაკავდეს. ტრამპი საკუთარი ბიზნესის მართვას შვილებს გადააბარებს. მისი თქმით, იმ პერიოდში რაც ის თანამდებობაზე იქნება, მისი კომპანიის მხრიდან „ახალი გარიგებები არ დაიდება“. თუმცა, გაურკვეველია, რა იგულისხმება „ახალი გარიგებების არ დადებაში“ და რამდენად იქნება ეს ეფექტური ნაბიჯი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად.