ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიებამ ზარინის შეთქმულებაში ეჭვმიტანილი გაათავისუფლა


ამერიკის ფედერალურმა პროკურატურამ მისისიპის შტატის მაცხოვრებელი მამაკაცისთვის წაყენებული ბრალდება უკან წაიღო. პოლ კევინ კურტისს პარეზიდენტი ობამასთვის და ამერიკის ერთ-ერთი სენატორისთვის ზარინით დაბინძურებული კონვერტების გაგზავნა ბრალდებოდა.

კურტისის ადვოკატის განცხადებით, გამომძიებლებს ყურადღება ახლა სხვა ეჭვმიტანილზე აქვთ გადატანილი. კურტისის დაკავების შემდეგ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ მოწამლული წერილები მას არ გაუგზავნია. გამოძიებას არ აქვს იმის სამხილი, რომ კურტისი შეთქმულებაში მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG