ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს


ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, პირველი შევედრა “გერმანიის მარშალის ფონდში” ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალია.

როგორც "ამერიკის ხმისთვისაა" ცნობილი, დღესვე დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშთან. საქართველოს მთავრობის მიმართ, ვაშინგტონიდან გაგზავნილი ბოლო კრიტიკული წერილის ავტორი, სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად, სწორედ სენატორი რიშია.

მიმდინარე კვირაში, ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძრვანელობით, კიდევ ერთი ქართული დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი. არჩილ თალაკვაძის ოფიციალური შეხვედრები ექვს თებერვალს დაიწყება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG