ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის დაზვერვის ლიდერები: კიმ ჩენ უნი რაციონალური ლიდერია


აშშ-ის მაღალი რანგის სადაზვერვო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მიუხედავად განმეორებითი პროვოკაციებისა და მზადყოფნისა ჩაერიოს მწვავე რიტორიკაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი არის არა ჭკუაგადასული, არამედ ძალიან რაციონალური ლიდერი.

„კიმ ჩენ უნი ძალიან რაციონალური აქტორია,“-განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანაშემწემ იონგ სუკ ლიმ და დაამატა, რომ უნს ზუსტად ის სწადია, რაც სხვა ავტორიტარულ ლიდერებს უნდათ. ეს არის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში ყოფნა და საკუთარ საწოლში მშვიდობიანი სიკვდილი.

ლიმ და მისმა კოლეგებმა დასძინეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მოქმედებებს საერთაშორისო არენაზე "ჩამოყალიბებული და ცხადი მიზანი აქვს."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG