ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი იემენში


თავდაცვის მინისტრი აფეთქებას გადაურჩა

იემენის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. თავად მინისტრი უვნებელი გადარჩა.

დანაღმული ავტომანქანა დედაქალაქ სანააში სამთავრობო შენობასთან აფეთქდა. ტერაქტის შედეგად თავდაცვის მინისტრის დაცვის ხუთი თანამშრომელი გარდაიცვალა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის არ აუღია. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, იემენის ხელისუფლებამ იემენში ალ-ყაიდას ქსელის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.
XS
SM
MD
LG