ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ისლამისტებმა იკისრეს


იემენში ამერიკის მოქალაქის მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა ისლამისტებმა იკისრეს. ისინი ამერიკელს ქრისტიანულ პროპაგანდაში ადანაშაულებენ.

ინგლისური ენის მასწავლებელი ჯოელ სტრამი ქალაქ თაიზში ორმა მოტოციკლეტისტმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ტერორისტების კავშირი ალ ყაიდას დაჯგუფებასთან. ამ ორგანიზაციამ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერა საკუთარი პოზიციები იემენში.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ალ ყაიდას მეომრებმა იემენის რამდენიმე ქალაქი ჩაიგდეს ხელში.

XS
SM
MD
LG