ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენელმა მეამბოხემ 8 ჯარისკაცი მოკლა


დღევანდელი აფეთქება, სავარაუდოდ, ისლამისტების რეაგირებაა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ ოპერაციაზე, რომელიც ხუთშაბათს, იემენის სამხრეთ ნაწილში, სულ ცოტა 7 ისლამისტის ლიკვიდაციით დასრულდა

იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდოდ, ისლამისტმა მეამბოხემ იემენის არმიის ბაზასთან თავი აიფეთქა და სულ ცოტა რვა ჯარისკაცი მოკლა.

პოლიცია აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ შაქრაში მდებარე ბაზის ცენტრალურ შესასვლელთან მიიყვანა და ააფეთქა.

დღევანდელი აფეთქება, სავარაუდოდ, ისლამისტების რეაგირებაა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ ოპერაციაზე, რომელიც ხუთშაბათს, იემენის სამხრეთ ნაწილში, სულ ცოტა შვიდი ისლამისტის ლიკვიდაციით დასრულდა.
XS
SM
MD
LG