ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 ადამიანი დაიღუპა იემენში საავადმყოფოს დაბომბვისას


საუდის არაბეთის ლიდერობით მიმდინარე საჰაერო ეირიშის სამიზნე იემენის ჩრდილოეთ პროვინცია ჰაჯაში მდებარე ჰოსპიტალი გახდა, სადაც დაიღუპა, სულ მცირე, 11 და დაშავდა 19 ადამიანი.

საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეს საავადმყოფოს დაბომბვის მეოთხე შემთხვევაა.

“კიდევ ერთხელ დაიბომბა სრულად მოქმედი საავადმყოფო პაციენტებით და საერთაშორისო პროფესიონალებით. ომი პატივს არ სცემს სამედიცინო დაწესებულებს და პაციენტებს,” განაცხადა ორგანიზაციის იემენის პროგრამის მენეჯერმა ტერესა სანკრისტოვალმა.

საჰაერო იერიში დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა, რომლის თქმითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, იემენში 70-ზე მეტი სამედიცინო ცენტრი განადგურდა.

XS
SM
MD
LG