იემენში შეტაკებები გრძელდება, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ძალადობის დასრულების ნიშნები ჯერ არ ჩანს. დღეს სამხრეთის ქალაქ ზინჯიბარში სამთავრობო ძალებსა და ისლამის ამბოხებულებს შორის ბრძოლების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ბრძოლები მიმდინარეობდა იემენის სიდიდით მეორე ქალაქ ტაიზშიც. თვითმხილველთა თქმით, სამთავრობო ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს შეირაღებულ პირებს. ისმოდა აფეთქებების ხმაც. ტაიზში მიმდინარე ბრძოლებს 4 ადამიანი შეეწირა. პარალელურად ძლიერდება მოწოდებები იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის მიმართ, რათა ის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამშვიდობო ინიციატივას დათანხმდეს და თანამდებობა დატოვოს. ალი აბდულა სალეჰი იემენს 33 წელია მართავს. ის ამჟამად სამკურნალოდ საუდის არაბეთში იმყოფება. იემენში არსებული ვითარების შესახებ უფრო დეტალურად ჩვენი გადაცემის მსვლელობის დროს ვისაუბრებთ.