ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში შეტაკებები გრძელდება


იემენში შეტაკებები გრძელდება
იემენში შეტაკებები გრძელდება

იემენის დედაქალაქ სანააში სახელისუფლებო ძალებს და ოპოზიციურად განწყობილ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. ინციდენტში ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

დემონსტრაციათა მონაწილეებს და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება სამი დღის წინ დაიწყო და მათში 60 ადამიანზე მეტია მოკლული. თვითმხილველთა განცხადებით დედაქალაქში დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ მძიმე არტილერია იქნა გამოყენებული.

სანააში დაფუძნებული იემენის კვლევების ამერიკული ცენტრის წარმომადგენელი სტივენ სტეინბეიზერის თქმით:

„ბრძოლა გუშინ გვიან ღამით ჩვენს ოფისთან ძალიან ახლოს დაიწყო. შენობა საავადმყოფოს გვერდით მდებარეობს. ახლა ამ ტერიტორიას პრეზიდენტის მხარდამჭერები აკონტროლებენ.“

იემენის ჯარი ამჟამად ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი პრეზიდენტს უჭერს მხარს, ხოლო მეორე კი გენერალ -ალი მოსენ ალ ამარს- რომელიც ოპოზიციის მხარეს რამდენიმე თვის წინ გადავიდა.

XS
SM
MD
LG