ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში შეტაკებებია


იემენის სამხრეთ ნაწილში სამთავრობო ქვედანაყოფებს და ალ-ყაიდას შორის მიმდინარე შეტაკებებში მსხვერპლის რაოდენობამ 98-ს მიაღწია. მათ შორის 78 ჯარისკაცია. დაპირისპირება აბიანის პროვინციაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს მოჰყვა. ალ-ყაიდას მებრძოლებმა რამდენიმე მანქანა ააფეთქეს და ზინჯიბარში მდებარე სამხედრო საგუშაგოზე მიიტანეს იერიში.

ქვეყნის ოფიციალური წყაროების ცნობით უკანონო სამხედრო ფორმირებებმა აბიანში საარტილერიო დანადგარები, მძიმე საბრძოლო ტექნიკა, ჯავშნიანი მანქანები და სარაკეტო მოწყობილობები ჩაიგდეს ხელში. აღნიშნული იარაღი მოგვიანებით სამთავრობო ქვედანაყოფების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

ალ-ყაიდა განსაკუთრებით გააქტიურდა ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის გადადგომის და ხელისუფლებაში მისი თანაშემწის, აბედ რაბო მანსურ ჰაიდის მოსვლის შემდეგ. პრეზიდენტ ჰაიდის თქმით ალ-ყაიდასთან ბრძოლა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება იემენის უმაღლესი პრიორიტეტებია.

XS
SM
MD
LG