ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის დედაქალაქ სანაში ორ ფრონტზე გაჩაღდა ბრძოლები, მას შემდეგ რაც გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ამ ქვეყნის ხელისუფლების ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

იემენის უშიშროების ძალებმა დედაქალაქის იმ რაიონზე მიიტანეს იერიში, სადაც ერთ-ერთი ოპოზიციური ტომის ბელადი შეიხ სადეყ ალ-აჰმარი ცხოვრობს.

მეორე ფრონტი გენერალ მოჰსენ ალ-აჰმარის ძალების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ოპოზიციის მხარეს გადავიდა.

გაეროს რეზოლუციამ მხარი დაუჭირა სპარსეთის ყურის ქვეყნების ინიციატივას, რომელიც იემენში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG