ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს


იემენის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს
იემენის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს

იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალემ თავის მომხრეებს განუცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი ქვეყნის დედაქალაქ სანაში ანტი-სამთავრობო გამოსვლებში იღებს მონაწილეობას.

იემენის პრეზიდენტმა თავისი ოპონენტები უბრალო კრიმინალებად მონათლა და დაემუქრა, რომ დაანებონ ცეცხლთან თამაშს თავი, რადგან იემენელი სამხედროები გულხელდაკრეფილი აღარ დარჩებიან მათი შემხედვარე.

თავის მხრივ ოპოზიციის მოწოდებით უამრავი ხალხი გამოვიდა იემენის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში გადამწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყების მიზნით.

უშიშროების ძალებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს და ორი ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG