ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ქვეყნებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ქვეყნებს შორის "სავაჭრო ომი" გლობალურ ეკონომიკას უქმნის საფრთხეს. მისი თქმით, თუ ეს მალე არ დასრულდება, მილიონობით ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს. მსოფლიოს პოლიტიკურმა ლიდერებმა კი უნდა მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ "სავაჭრო ომი".

ორგანიზაცია აცხადებს, რომ პროტექციონისტული ღონისძიებები ოქომბრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ქვეყნები ყოველთვიურად 11 შემზღუდავ ღონისძიებას აწესებენ.

"ეს საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებას, ზრდას, სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ეს "თვალი თვალის წილ" ან "კბილი კბილის წილ" მიდგომა - ასეთი დინამიკა შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ახალი ნორმა, თუკი ქვეყნები გააგრძელებენ ასე მოქმედებას",- ამბობს რობერტო აზევედო, ორგანიზაციის პრეზიდენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG