ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოება პარტნიორობის და თანამშრომლობის გზით


U.S. Secretary of Defense Leon Panetta

ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

გასულ საუკუნეში გეოპოლიტიკური პარტნიორობისკენ მიმართული ძალისხმევა, ისევე როგორც იდეოლოგიური განსხვავებები, მკაფიოდ იყო გამიჯნული.

მიმდინარე საუკუნეში ბევრი რამ შეიცვალა და ის სირთულეები, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას, ბევრად განსხვავებულია ვიდრე წარსულში. ამ ახალ გამოწვევებთან საბრძოლველად, ქვეყნებმა პრიორიტეტების გამოკვეთა და თავდაცვის ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება უნდა მოახერხონ.

ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ აღნიშნა, რომ მაშინ როცა წარსულში ამერიკა სხვა ქვეყნების დაცვის მიზნით მთავარ როლს თაობდა და ამასთან, დიდძალ სამხედრო ძალას უხდენდა დისლოცირებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, დღეს პარტნიორული ურთიერთობების განვითარება ამერიკას უკეთ დაეხმარება სხვადასხვა რანგის პრობლემების დაძლევაში.

ახალი სტრატეგიის ფუნდამენტური მიზანია „21-ე საუკუნეში პარტნიორული ურთიერთობების განვითარება“, რაც არამხოლოდ ურთიერთობებს გააუმჯობესებს, არამედ პარტნიორების უნარსაც გაზრდის. მსოფლიოში უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ამერიკამ როგორც მთავრობის სხვადასხვა ორგანოს შორის, ისე ქვეყნის გარეთ მოკავშრეებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა დაისახოს მიზნად.

ამერიკამ ერაყსა და ავღანეთში ბრძოლით, იემენში ტერორისტულ საფრთხესთან დაპირისპირებით, აღმოსავლეთ აფრიკასა და ფილიპინებში, ასევე ლიბიის ოპერაციებში მონაწილეობით იქ მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება შეძლო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის პარტნიორებთან მუშაობის მნიშვნელობა, თქვა ლეონ პანეტამ და დასძინა, რომ ახლა ნათელია, რომ ომიდან ათი წლის თავზე, საერთაშორისო უსაფრთხოება კვლავ კომპლექსურია. თუმცა, თუ თითოეულ პრობლემას ცალკე ავიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთი მოკავშირე და პარტნიორი გვყავს, ვინც ჩვენს ინტერესებს და უსაფრთხოების საერთო ხედვას იზიარებს. ჩვენ კი უფრო ძლიერები ვართ, როცა პარტნიორებს ჩვენი ესმით და მხარში გვიდგანან, თქვა პანეტამ.

21-ე საუკუნის გამოწვევების დასამარცხებლად, ამერიკის სიძლიერე ჩვენს უნარზე იქნება დამოკიდებული - ვმართოთ და ვუხელმძღვანელოთ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რომლებიც თავის მხრივ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის დიდ ტვირთს გაიზიარებენ.
XS
SM
MD
LG