ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და არაბული რევოლუციები”


”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და არაბული რევოლუციები”
”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და არაბული რევოლუციები”

ამ თემაზე საჯარო ლექციებს ცნობილი პოლიტოლოგი, დისიდენტი,მემარცხენე პუბლიცისტი ბორის კაგარლიცკი მართავს

თემაზე ”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და არაბული რევოლუციები” ამ დღეებში თბილისში საჯარო ლექციებს მართავს ცნობილი პოლიტოლოგი, დისიდენტი,მემარცხენე პუბლიცისტი, ანტიგლობალისტური მოძრაობის წევრი ბორის კაგარლიცკი. 1977- დან 1982 წლამდე იგი გამოსცემდა არალეგალურ ჟურნალს ” ვარიანტები”, 1982 წელს თანაკურსელების დასმენის შედეგად ე.წ. სოცოალისტების საქმესთან დაკავშირებით ბორის კაგარლიცსი საბჭოთა უშიშროებამ დააპატიმრა, ციხე დისიდენტმა ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ დატოვა. ბოლო 5 წელი იგი ” გლობალიზაციისა და სოციალური მოძრაობის” ინსტიტუტის დირექტორია.

თავის გამოსვლაში კაგარლიცკიმ ისაუბრა ურთიერთკავშირზე მსოფლიო კრიზისსა და არაბულ რევოლუციებს შორის, მისივე თქმით არსებული კრიზისი სისტემური კრიზისის მირ არის გამოწვეული, რომ კაპიტალიზმის კონკრეტულმა მოდელმა თავი ამოწურა: ”მთელ მსოფლიოში ნავთობი გახდა სპეკულაციის ობიექტი”;

”იზრდება ფასები პროდუქტებზე, რომელთა ძირითადი მომხმარებელი ღარიბი მოსახლეობაა : ფქვილზე, შაქარძე, წიწიბურაზე ”და ა.შ. მისივე თქმით რუსეთში წიწიბურაზე ფასმა 300%-თ მოიმატა”; ”ბუნტებს და რევოლუციებს აწყობს საზოგადოების განათლებული, მოწინავე ნაწილი, რომელსაც თანაგრძნობის უნარი გააჩნია”... ”დემოკრატია არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით საზოგადოება თავის სოციალურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს” ; ”დადგა დრო, როდესაც გადაწყვეტილების მიღება ხალხსაც შეუძლია” - ამ ფრაზით დაასრულა პუბლიცისტმა თავისი გამოსვლა.

ამ მოსაზრებას იზიარებს სოციალ-დემოკრატების ლიდერი გია ჟორჟოლიანი : ” დიახ, განსაკუთრებით ის, რაც მან ბოლოს თქვა და მეც გავიმეორე. მე მგონი დღეს არის შანსი არა მხოლოდ საქართველოსთვის და ქართველებისთვის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და ადამიანისთვის. რომ ბოლო 25-წლიანი პერიოდის შემდეგ, რომელიც 2008 წელს დამთავრდა კრიზისით, ადამიანებმა ახალი გამოწვევები მიიღონ, ახლებურად იფიქრონ და ამ ახალ ვითარებაში გაბედულად იმოქმედონ. ჩვენც ასევე უნდა ვიმოქმედოთ, ოღონდ ეს მოქმედება მოითხოვს უფრო მეტად გააზრებას და ანალიზს ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების. ყველა ვხედავთ, რომ ისე , როგორც აქამდე იყო, აღარ ვარგა. ე.ი. ჩვენ ახალი გზები უნდა ვეძებოთ. ამას ხედავს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნებში. ცდილობენ რაღაცეებს მთავრობები, აშშ-ის, ევროპის.. პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე იგივეს ვერ ვიტყვი.. ჩვენი მთავრობა, რუსეთის მთავრობა.. მგონი ისინი ვერ აცნობიერებენ რისი კრიზისია ეს კრიზისი... ეს არის იმ წესრიგის კრიზისი, რომელიც 25 წლის განმავლობაში არსებობდა, რომელსაც ე.წ. ნეო-ლიბერალურ წესრიგს უწოდენბენ. რომელიც შიდა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გლობალური და მსოფლიო პოლიტიკის კრიზისია. არაბული რევოლუციები ,ალბათ, ამის ყველლაზე მკაფიო გამოხატულებაა გეოპოლიტიკურ ასპექტში, თუმცა ეკონომიკური საფუძველი აქვს ამას .. მგონი ეს იძლევა იმედებს, რომ ჩვენც , ასე ვთქვათ, დავინახავთ ამას და ავმოქმედდებით’.

XS
SM
MD
LG