ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სურსათზე ფასები მოიმატებს


მსოფლიო სურსათი კრიზისს განიცდის
მსოფლიო სურსათი კრიზისს განიცდის

პროდუქტის გაძვირების მიზეზი ამერიკული და ევროპული გვალვებია

მსოფლიო ბანკის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გვალვა სურსათის ფასებზე მკვეთრად იმოქმედებს. ანგარიშის თანახმად, ივლისის თვეში სოიოზე და ხორბალზე ფასებმა უკვე მოიმატა ათი პროცენტით და მომავალში ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. შეერთებულ შტატებსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ძლიერმა გვალვამ დიდი ზიანი მიაყენა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ხორბალზე და სიმინდზე მზარდი ფასები მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე მოახდენს გავლენას.
XS
SM
MD
LG