ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გაზარდეთ ხელფასი"


ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალები მშრომელების ნახევარს წარმოადგენენ და ყველაზე დაბალანაზღაურებად მუშახელად ითვლებიან

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ამერიკელი აქტივისტები ამერიკის მთავრობას მინიმალური ხელფასების გაზრდისკენ მოუწოდებენ.

„გაზარდეთ ხელფასი“- სკანდირებენ ისინი.

ობამამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ცოტა ხნის ამის შესახებ ტელემიმართვის დროს განაცხადა.

„ ოჯახები, რომელთაც ორი ბავშვი ჰყავთ და მინიმალური ხელფასი აქვთ, სიღატაკის ზღვარზე არიან. ეს არასწორია“ -განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალები მშრომელების ნახევარს წარმოადგენენ, თუმცა ასევე ყველაზე დაბალანაზღაურებად მუშა-ხელად ითვლებიან, - აცხადებს ჯოან ეტმენჩერი, ქალთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენელი.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც რესტორნებში მიმტანებად მუშაობენ ან კერძებს ამზადებენ. ქალები, რომლებიც ოფისებს და სასტუმროებს ალაგებენ, როცა თქვენ სახლში მიდიხართ. ეს ნამდვილად ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამსახურებია და ასეთ სამსახურებში ძირითადად ქალები არიან დასაქმებული.“

ამიტომაც ქალების ხელფასებმა უნდა მოიმატოს ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით - აცხადებს ეტმენჩერი.

„ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაბალანაზღაურებადი მუშა-ხელიდან სამიდან ორი მანდილოსანია. თუმცა, როდესაც ქალებს აქვთ უკეთესი ანაზღაურება, უკეთესად ცხოვრობენ მათი ოჯახები ,შვილები, გაუმჯობესებულია ეკონომიკური სიტუაცია, ვინაიდან მათ აქვთ მეტი სახარჯი ფული , ეს კი ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს სხვა ადამიანებისთვის“.

ამან შესაძლოა მთლიანად ეკონომიკის ზრდა გამოიწვიოს. დებრა ზი-როუთი ოპერაციისა და მაღალანაზღაურებადი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის დროს, იძულებული იყო დაბალანაზღაურებად სამსახურს დათანხმებოდა.

„მე მაქვს ძალიან დიდი თვითდაჯერება იმასთან დაკავშირებით, რაც მიკეთებია. თუმცა ფულის დანაკლისმა და უსაფრთხოდ გრძნობის უუნარობამ ჩემზე გავლენა მოახდინა სხვა ადამიანების მსგავსად. ეს იგივეა, რომ მიწა გამოგეცალოს ფეხიდან.“

ამჟამად როუთი თავის სპეციალობით მუშაობს. იგი არის ქალთა ფართო შესაძლებლობების ვაშინგტონის ოფისის კომუნიკაციის სამსახურის უფროსი. მისი მიზანია დაეხმაროს ქალებს, რომ ფინანსურად თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ეს მას თავის წარსულს ახსენებს, როდესაც დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა.

„ მობეზრებული მქონდა დღის ბოლოს სამსახურიდან სახლში მისვლა და ეგრეთ წოდებული „ტიპების“ დათვლა, ვაანალიზებდი და ვამბობდი, რომ ამის გაკეთება აღარ შემეძლო. ვამბობდი, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა რომ შესაფერისი სამსახური მომეძებნა, ბინის ქირასაც ვეღარ ვიხდიდი“.

შეერთებულ შტატებში ხელფასის მატება 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG