ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ქალების როლი იზრდება


Khongorzul Battsengel, left, and Ariunbolor Davaatsogt both from Mongolia, take a picture of themselves as they wait for President Barack Obama in the 57th Presidential Inaugural Parade on Pennsylvania Ave. in Washington D.C., Jan. 21, 2013.
Khongorzul Battsengel, left, and Ariunbolor Davaatsogt both from Mongolia, take a picture of themselves as they wait for President Barack Obama in the 57th Presidential Inaugural Parade on Pennsylvania Ave. in Washington D.C., Jan. 21, 2013.

პირველად ამერიკის ისტორიაში გამოძიების ფედერალური სამსახურის უფროსად შესაძლოა მანდილოსანი დაინიშნოს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს რომ, ადმინისტრაციის საკვანძო პოსტებზე რომელიც ადრე მამაკაცებს ეკავათ ახლა ქალთა კანდიდატურებს განიხილავენ. ანალიტიკოსები აცხადებენ რომ, იმის მიუხედავად რომ ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ ასპარეზზე მომგებიანია, მათ დანიშვნას მაღალ პოსტებზე ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდული სახე აქვს.

შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები აცხადებენ რომ, კონტრტერორისტულ საკითხებში მრჩევლის ლისა მონაკოს სახელი არის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე ნომერი პირველი ბარაკ ობამას ხელთ არსებულ პატარა სიაში. თუკი გადაწყვეტილება მართლაც იქნა მიღებული რომ, მონაკომ შეცვალოს რობერტ მიულერი რომელიც პენსიაზე გადის, ეს იქნება პირველი შემთხვევა როდესაც, სააგენტოს ხელმძღვანელად ქალს დანიშნავენ.

ასევე ობამამ განაცხადა რომ განიხილავს კაროლაინ კენედის კანდიდატურას შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე იაპონიაში. თუკი მართლაც ასე მოხდა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ქალიშვილი იქნება პირველი ქალი ელჩი, რომელიც დიპლომატიურ მისიას ამ ქვეყანაში შეასრულებს.

სულ ცოტა ხნის წინ ბარაკ ობამამ ჯულია პიერსონი საიდუმლო სამსახურის უფროსად დანიშნა. ის არის პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას იცავს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პიერსონის უნიკალურობის შესახებ ფიცის დადების ცერემონიის დროს ისაუბრა.
ბარაკ ობამა: ამ ადამიანს გარდატეხა შეაქვს აღნიშული სააგენტოს დირექტორთა ნუსხაში და ყველა მისი თანამშრომელი მისით ძალიან ამაყობს.

საიდუმლო სამსახური სადაც მამაკაცები დომინანტები არიან, დაუნდობელი კრიტიკის ქვეშ მოექცა გასულ წელს, როდესაც სამსახურის თანამშრომელების სახელმა კოლუმბიაში პროსტიტუციასთან დაკავშირებულ სკანდალში გაიჟღერა.

ამერიკული პროგრესის ცენტრის ანალიტიკოსი ჯუდი ვორნერი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ფაქტია ის რომ ახლა ამ სააგენტოს თანამშრომლები ქალები არიან.

ჯუდი ვორნერი: ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სიმბოლური როდესაც ქალი დაინიშნა სააგენტოს ხელმძღვანელად, რადგან როგორც წესი ეს პოსტი ასოცირდება უფრო ძლიერ მამაკაცთან, მაჩოს ტიპთან რაც საიდუმლო სააგენტოს ხასიათიცაა.

ვაშინგტონის ნაციონალური-დემოკრატიული ინსტიტუტის პოლიტიკის ჯგუფის ანალიტიკოსის, შარი ბრაიანის თქმით, ასეთ ნაბიჯებს ხშირად არ დგამენ.

იგი აცხადებს რომ, სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად არიან მარგინალიზებული ან განზე რჩებიან, მათ უფრო „ მსუბუქ“ პოზიციებზე ვხედავთ, როგორიცაა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები. მეორეს მხრივ, მისი განცხადებით მამაკაცები უფრო რთულ სამუშაოებთან არიან დაკავშირებული.

შარი ბრაიანი: მთავარი რაზეც ჩვენ არ ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას არის ის ფაქტი , რომ მამაკაცები რომლებიც მოდიან პოლიტიკაში მათ არ აქვთ დიდი გამოცდილება საბიუჯეტო, საფინასო, სამხედრო საქმიანობაში, თუმცა ისინი ამ შესაძლებლობაზე უარს არ ამბობენ, რადგან კაცები უმრავლესობაში არიან.

დამატებით, როდესაც ისინი ინაცვლებენ უფრო მაღალ პოსტებზე, ბრაიანი აცხადებს რომ, ქალები ახალ გამოწვევებს პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით რეალობის გათვალისწინებით უფრო ღირსეულად ართმევენ თავს.

მსოფლიოში არსებობს ზოგიერთი რეგიონი სადაც, ძალიან დაბალია მანდილოსნების მოღვაწეობის მაჩვენებელი, მაგალითად ახლო აღმოსავლეთი, როცა ლათინურ ამერიკაში და აფრიკის გარკვეულ ნაწილში საკმაოდ მაღალია მათი აქტიურობა, რაც სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული.

იგი აცხადებს რომ, ამ მიზეზებში შედის სტრატეგია, როგორიცაა ქვოტის გამოყენება რომ თანამდებობებზე არჩეული ადამიანების უფრო დიდ რაოდენობას ქალები შეადგენდნენ.

ბრაიანის განცხადებით, კიდევ ერთი სხვა ცვლილება არის ისიც, რომ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციები იწყებენ გლობალური მასშტაბით ქალების დაცვას და მათი პროფესიული განვითარების ადვოკატირებას მაღალი თანამდებობების დასაკავებლად.
XS
SM
MD
LG