ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისკონსინში საველე ჰოსპიტალი გახსნეს


ვისკონსინის შტატის ჯანდაცვის მესვეურებმა, ქალაქ მილუოკისთან ახლოს, შტატის კუთვნილ საბაზრო ტერიტორიზე საველე ჰოსპიტალი გახსნეს, რათა გაუმკლავდნენ “კოვიდ-19”-ის მზარდ შემთხვევებს, რომელიც საავადმყოფოებს გადატვირთვით ემუქრება.

ვისკონსინის გუბერნატორის, ტონი ევერესტის ადმინისტრაციის თხოვნით, აპრილში, არმიის საინჟინრო კორპუსმა 530 საწოლიდან საველე კლინიკა მოაწყო. ადგილობრივ ლიდერებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ადგილობრივი საავადმყოფოების გადატვირთვის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა დღემდე ჰოსპიტლის საჭიროება არ არსებობდა.

სამშაბათისთვის, შტატში არსებული 11452 საავადმყოფო საწოლის მხოლოდ 16 პროცენტი იყო თავისუფალი. ჰოსპიტალიზებული “კოვიდ-19” -ით ინფიცირებულების რიცხვმა 853 შეადგინა, რაც პანდემიის პერიოდისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 216 პაციენტი იმყოფება.

შემთხვევის მკვეთრ ზრდას მეტწილად კოლეჯების და სკოლების გახსნას, ასევე, ადამიანების მიერ პირბადეების ტარებაზე უარის თქმას და სოციალური დისტანციის დაუცველობას აბრალებენ.

ვისკონსინი ახალი შემთხვევების რიცხვით, ქვეყანაში მესამე ადგილზეა და კორონავირუსის ინფექციის ცხელ წერტილად ითვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG