ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვილის კონოვერის გახსენება


ვილის კონოვერის გახსენება
ვილის კონოვერის გახსენება

პიროვნებას, რომელმაც გააცნო და შეაყვარა ამერიკული ჯაზი მილიონობით ადამიანს ყოფილ საბჭოთა კავშირში, რადიოსადგური ამერიკის ხმის ლეგენდარულ ჯაზის მიმომხილველს ვილის კონოვერის 18 ოქტომბერს 90 წელი შეუსრულდებოდა. „ჯაზის საათი" ასე ერქვა ვილის კონოვერის გადაცემას, რომლის გავლენა დღესაც ყოვლად აღიარებულია.

თავისი ცნობილი ღრმა ბარიტონული ხმით, კონოვერმა ჯაზი მილიონობით ადამიანის ოჯახში შეიტანა, ამასთან ის არაერთი მომავალი ვარსკვლავის შთაგონების წყარო გახდა. ჯაზის შესახებ ერთ საათიან გადაცემას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა მათთვის ვინც რკინის ფარდის მიღმა ცხოვრობდა. შეიძლება ითქვას კონოვერის „ჯაზის საათი“ იმ დროისათვის იყო დასავლურ მუსიკასთან შეხების ერთადერთი წყარო.

რესეთში ცნობილი ჯაზ ანსამბლის "არსენალის" დამფუძნებელი ალექსეი კოზლოვი უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაქულტეტზე საწავლობდა, როდესაც პირველად ეზიარა ჯაზს ვილის კონოვერის გადაცემის საშუალებით. სწორედ ეს გახდა ბიძგი იმისა , რომ მომავალში საქასაფონისტი გამხდარიყო:

- მიუხედავად იმისა რომ რადიო ამერიკის ხმის მოსმენა საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, ჩვენ ფარულად მაინც ვახერხებდით მის დაჭერას რადიომიმღებებში. თუმცა ამით საფრთხეს ვუქმნიდით არამარტო საკუთარ თავს, არამედ ჩვენს ოჯახსაც. ჩვენ ყველაფერი კონოვერისგან ვისწავლეთ, სწორედ ამ უკანასკნელის გადაცემის ხარჯზე გახდა ამერიკა მრავალი საბჭოთა მოქალაქისთვის სანატრელ ქვეყანად.“

გარდა იმისა, რომ გადაცემაში ხშირად ჟღერდა დუკ ელინგტონის, ჩარლი პარკერისა და კაუნტ ბეისის დახვეწილი მუსიკა, გადაცემა ამავე დროს საგანმანათლებლო ხსიათს ატარებდა. მის მიზანს წარმოადგენდა პასიური მსმენელის მუსიკის აქტიურმონაწილედ გადაქცევა.

ვიქტორ ფონაროვი პროფესიონალი ბასისტია, წარმოშობით, ლატვიელი მუსიკოსი ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს. კონევერის გადაცემას პირველად მოუსმინა, როდესაც ის რიგის საავიაციო სასწავლებელში სწავლობდა.

- ყოველ საღამოს ვცდილობდი შევპარულიყავი იმ საკლასო ოთახში სადაც ერთადერთი რადიომიმღები იდგა, სახლში ამის შესახხებ არავინ იცოდა, ვიპარებოდი ღამე მაშინ, როდესაც ყველას ეძინა. რომ გაეგოთ დავისჯებოდი აკრძალული მუსიკის მოსმენისათვის.

1955 წლიდან 1996 წლამდე , ანუ მის გარდაცვალებამდე ვილის კონოვერი ამერიკის ხმის სტუდიაში ქალაქ ვაშინგტონიდან მაუწყებლობდა. სიგარეტით გაბუღული სტუდიიდან ის ჯაზის სიყვარულს უღვივებდა ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ვიდგებოდი ლეგენდარული ვილის კონოვერის სტუდიასთან, საიდანაც ხავერდოვანი ხმით ის ჯაზზე საუბრობდა, აცხადებს ვიქტორ ფონაროვი.

ეფიმ დრაკერი ამერიკის ხმის რადიოგადაცემის პროდიუსერია, ის 8 წელი მუშაობდა გამოჩენილ წამყვანთან, ის ასევე კონოვერის მსმენელი იყო საბჭოთა კავშირში ცხოვრების წლებში. დრაკერმა აშშ-ში ემიგრაციის შემდეგ სამსახური ამერიკის ხმაში დაიწყო და ლეგენდარული კონოვერის გვერდითაც აღმოჩნდა. დრაკერის განცხადებით, კონოვერმა მთაელი თავისი სიცოცხლე გადაცემას „ჯაზის საათს მიუძღვნა“ მრავალსაათიანი სამუშაო საათების შემდეგ ის უნდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მსმენელს ის საუკეთესო პროდუქციას აწვდის.

- მას დეტალურად უყვარდა ყვალაფრის გაკეთება, მაშინ კომპაქტ დისკები არ არსებობდა , იყო ვინილის ფირფიტები, სულ მცირე ხარვეზიც საკმარისი იყო იმისთვის, რათა ყველაფრის თავიდან გაკეთება დაეწყო. ხშირად ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე მთელი დღეც მიდიოდა. მაგრამ მსგავსი დაუღალავი სამუშაო ღირდა იმისთვის, რომ ჟღერადობა განუმეორებელი ყოფილიყო.

სწორედ უნაკლო და მაგიური მისკის წყალობით კონოვერის ჯაზი დღემდე ახსოვთ ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჯაზისა და ზოგადად ამერიკის პოპულარიზაციის საქმეში კი მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. კარიერის დასასრულს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა რომ დასახულ მიზანს მან მიაღწია:

- უნდა ვგრძნობდე, რომ რაც გავაკეთე კარგია, წინააღმდეგ შემთხვევაში უკმაყოფილების შეგრძნება შემაწუხებს. ფულის, სახელისა და დიდებისთვის არაფრის გაკეთება არ მსურს. არასდროს შემშურებია მათი ვისაც ჰქონდათ სიმდიდრე, ძალაუფლება და სახელი. ერთადერთი მინდოდა რაიმე ღირებულის შექმნა ჩემს ცხოვრებაში.

XS
SM
MD
LG