ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახდება თუ არა ინდური მისალმება გლობალური ჩვევა


ინდოეთი ამაყობს, რომ იოგა და მედიტაცია მსოფლიოს ბევრ ნაწილში პოპულარული გახადა. ახლა კი ქვეყნისთვის ტრადიციული მისალმება “ნამასტე”, იგივე “ნამესკარი”, გლობალურად გავრცელდება.

ჯანდაცვის სპეციალისტები ადამიანებს ურჩევენ, ხელის ჩამორთმევისგან თავი შეიკავონ, რათა უაღრესად გადამდები ვირუსის გავრცელება შეაჩერონ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საგრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა, ამ კვირაში სტუმართან მისალმებისას გამოიყენეს ჟესტი, რომელიც ინდურ მისალმებას ჰგავს. ის საკუთარი ხელისგულების ერთმანეთზე მიდებით და მისალმების მიზნით, თავის ოდნავ დახრით გამოიხატება.

ინდური მისალმება “ნამასტე” სანსკრიტის ორი სიტყვის კომბინაციაა და ითარგმნება, როგორც “ქედს ვიხრი თქვენს წინაშე”. ის კანის კონტაქტს გამორიცხავს და ადამიანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დისტანცია შეინარჩუნონ.

რა თქმა უნდა, ჩვეულ ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა ადვილი არ არის და პოლიტიკოსებს შორის ხელის ჩამორთმევის ფოტოგადაღებისას ყურადღებით აკვირდებიან, თუ ის რამდენად ხანგრძლივი და გულთბილია.

ინდოეთშიც, სადაც ქალაქებში ხელის ჩამორთმევა და გადახვევა პოპულარული გახდა, პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ქვეყანას შეახსენა, რომ ტრადიციულ მისალმებას თავისი უპირატესობები აქვს.

ის ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც მსოფლიო ამ ჩვევას ითავისებს, მოქალაქეებმა დავიწყებული “ნამასტე” უნდა აღადგინონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG