ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში,საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სირიაზე დასავლეთის დარტყმაში წამყვანი როლი ითავა, მაგრამ ბრიტანელებს მიანიათ, რომ მან ეს მათი გვერდზე გაწევით გააკეთა.

შეერთებული შტატების მეთაურობით, სირიაზე კოორდინირებული საჰაერო დარტყმის შემდეგ, ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა ახალგაზრდა ფრანგი ლიდერი გააკრიტიკეს. ბრიტანულ მედიაში გაჟღერდა მოსაზრება, რომ ახალგაზრდა მაკრონი ზედმეტად აგრესიულია და ცდილობს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი უკანა პლანზე გადაწიოს იმის იმედით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თავს ყველაზე მნიშვნელოვან ევროპელ პარტნიორად წარუდგენს.

ბრიტანელებისთვის კიდევ უფრო აღმაშფოთებელი ის არის, რომ ფრანგები არც ცდილობენ შენიღბონ თავისი ამბიცია, შეერთებულ შტატებთან ბრიტანეთის ე.წ. „განსაკუთრებული ურთიერთობა“ საკუთარი, კიდევ უფრო ძლიერი ურთიერთობით ჩაანაცვლონ.

ბრიტანეთის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა „სანდეი თაიმსთან“ დაიჩივლეს, რომ მაკრონი ცდილობს საკუთარი ძალა წარმოაჩინოს. ამის ერთ-ერთ მტკიცებულებად ისინი ასახელებენ იმას, რომ სირიის მიმართულებით ბრიტანეთმა 8, საფრანგეთმა კი 12 რაკეტა გაუშვა.

ერთმა ოფიციალურმა პირმა გაზეთს უთხრა, რომ „საფრანგეთი ცდილობს ამერიკისთვის ევროპაში მარჯვენა ხელი იყოს და აქედან გამომდინარე, ძალიან, ძალიან სწრაფად წინ გაიჭრა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG