ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო უწყებასთან, ფეისბუკი ვაქცინებზე ინფორმაციას ავრცელებს


"ფეისბუქი" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, სოციალურ მედიაში ვაქცინაციის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გაქარწყლებას შეეცდება. შეთანხმების თანახმად, სოციალური ქსელი მილიონობით მომხმარებელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდებზე გადაამისამართებს, სადაც ადაამიანები ზუსტ ინფორმაციას მიიღებენ ვაქცინების და ვაქცინაციის შესახებ.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, დეზინფორმაცია, რომელიც აცრებს უკავშირდება, ისევე სახიფათოა, როგორც თავად დაავადებები. დეზინფორმაცია კი, ამ ორგანიზაციის ოფიციალური პირების განცხადებით, ჯანდაცვის გლობალური საფრთხეა. ცრუ ინფორმაციას შესწევს ძალა ათწლეულების მანძილზე მიღწეული პროგრესი დაბლოკოს, რის შედეგადაც მთელი რიგი პრევენციული დაავადებების პრობლემა თითქმის აღმოფხვრილი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG