ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა გენერალ ალენს ნატოს მეთაურის თანამდებობაზე წარადგენს


პენტაგონს გადაწყვეტილება ჯონ ალენის ნომინაციასთან დაკავშირებით დროებით შეჩერებული ჰქონდა

პრეზიდენტი ობამა აპირებს სენატს გენერალი ჯონ ალენის კანდიდატურა გაუგზავნოს მისი ნატოს უმაღლეს მთავარსადლად დასამტკიცებლად.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯეი კარნის განცხადებით, სენატი გაითვალისწინებს პრეზიდენტის კანდიდატურას და გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პენტაგონს ჯონ ალენის ნომინაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დროებით შეჩერებული ჰქონდა. მიზეზი კი გენერალ ალენის და ფლორიდელი ქალბატონის ელექტრონული მიწერმოწერა გახლდათ, რომლის სახელიც გენერალ დევიდ პეტრეუსის სექსუალურ სკანდალთან იყო კავშირში.

სამშაბათს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიებამ ჯონ ალენსა და პეტრეუსის საქმეს შორის ვერანაირი კავშირი ვერ დაადგინა.
XS
SM
MD
LG