ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის რეაქცია ეგვიპტის მოვლენებზე


თეთრი სახლის რეაქცია ეგვიპტის მოვლენებზე
თეთრი სახლის რეაქცია ეგვიპტის მოვლენებზე

გუშინ პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრესმდივანმა რობერტ გიბსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,რომ ქაიროს ქუჩებში დემონსტრაციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე ეგვიპტის მთავრობა ადეკვატურ რეფორმებს არ გაატარებს:

„ჩემი აზრით, ხელისუფლების მიერ გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ შეესაბამება იმ მინიმუმალურ მოთხოვნასაც კი ,რასაც ეგვიპტელი ხალხი მთავრობის წინაშე აყენებს. ამიტომაც შეგროვდა გუშინდელ დემონსტრაციაზე, სხვა დღეებთან შედარებით, ყველაზე ბევრი ადამიანი“

გიბსის თქმით, შეერთებული შტატები მოუწოდებს პრეზიდენტ მუბარაქს გარდამავალი პერიოდისთვის მზადება დაიწყოს და ეგვიპტელი ხალხის ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დაიცვას.

ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, მათ კონტაქტი არა მარტო პრეზიდენტ მუბარაქთან აქვთ,არამედ ეგვიპტის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთანაც მუდმივად მოლპარაკებებს აწარმოებენ.

სამშაბათს ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეგვიპტელ კოლეგას ომარ სულეიმანს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ბატონი სულეიმანი აღნიშნავს, მისი მცდელობა რეფორმების შესახებ დემონსტრატებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა - მარცხით დასრულდა. როგორც ვიცე პრეზიდენტი აცხადებს,თუ დემონსტრანტები მოლაპარაკებებზე არ წამოვლენ, შესაძლოა სახალხო მოძრაობა სახელმწიფო გადატრიალებაში გადაიზარდოს.

XS
SM
MD
LG