ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის უსაფრთხოების თანამშრომლის თქმით, ტრამპი-ზელენსკის საუბარმა შეაშფოთა


წარმომადგენელთა პალატის იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში ოთხშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ორ თანამშრომელს მოუსმენენ. უკრაინის საკითხების ამ ექსპერტებს კანონმდებლების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

სამშაბათს შეერთებული შტატების არმიის ოფიცერმა, რომელიც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია, თქვა, რომ ის იმდენად შეშფოთდა პრეზიდენტის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის და პოლიტიკური ოპონენტის შვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით, რომ მან ამის თაობაზე საკუთარ ხელმძღვანელობასაც კი აცნობა.

ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმანმა პალატის წევრებს სამშაბათს უთხრა, რომ ის ერთ-ერთი მათგანიაა, ვინც ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბარს ესწრებოდა.

"მე შეშფოთებული ვიყავი ამ ზარის გამო. ვფიქრობდი, რომ შეუფერებელი იყო უცხო ქვეყნის მთავრობისგან ამერიკის მოქალაქის საქმის გამოძიების მოთხოვნა. ასევე, ვწუხდი იმ გავლენის შესახებ, რაც ამას შეიძლება ჰქონოდა ამერიკის მთავრობის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ", - თქვა ვინდმენმა.

სწორედ ეს სატელეფონო ზარია იმპიჩმენტის გამოძიების ყურადღების ცენტრში. გადააჭარბა თუ არა პრეზიდენტმა უფლებამოსილებას ან გამოიყენა თუ არა ის ბოროტად, როდესაც უკრიანელი კოლეგისგან თავისი მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილის ბიზნეს-საქმიანობის გამოძიება მოითხოვა. იყო თუ არა ეს უცხო ქვეყნისთვის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მქონე საქმიანობის მოთხოვნა და უკავშირდებოდა თუ არა ამ ყველაფერს 400 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შეჩერება უკრაინისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG