ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის ერთ-ერთ ფანჯარას ტყვია მოხვდა


თეთრი სახლის ერთ-ერთ ფანჯარას ტყვია მოხვდა
თეთრი სახლის ერთ-ერთ ფანჯარას ტყვია მოხვდა

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ცნობით ვაშინგტონში თეთრი სახლის ერთ-ერთ ფანჯარას ტყვია მოხვდა, რომელიც ტყვიაგაუმტარმა შუშამ შეაჩერა. საიდუმლო სამსახურმა, რომელსაც უშუალოდ ევალება ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების დაცვა, გამოძიება დაიწყო.

სავარაუდოდ მუშავდება პარასკევს თეთრ სახლთან მომხდარი სროლების ვერსიაც. ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა ყმაწვილის დაპატიმრების ორდერი გასცა. მაგრამ საიდუმლო სამსახურები ამ ორი ინციდენტის შესაძლო კავშირის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით დამატებით რამდენიმე ტყვია იპოვეს.

XS
SM
MD
LG