ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის წინ უპრეცედენტო დემონსტრაცია მოეწყო


დემონსტრაციის მონაწილეებმა „ცოცხალი მილსადენი“ გააკეთეს, რომელიც ამერიკის ეროვნული მოლიდან თეთრ სახლამდე გრძელებობდა. ისინი მილსადენის პროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც კანადიდან ამერიკის გავლით მექსიკას უნდა დაუკავშირდეს.

გარემოს დამცველი აქტივისტები ობამას სთხოვენ უარი თქვას დაახლოებით 3 ათასი კოლომეტრის სიგრძის მილასდენზე, რომელსაც კისტოუნის მილსადენს უწოდებენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ამ მილსადენის აშენება გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაჭენებს, რომლის გამოც ჰაერში კიდევ უფრო მეტი ემისია იქნება გამოყოფილი. ისინი, ასევე, ითხოვენ პრეზიდენტისგან ელექტრო სადგურებისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფაზე ლიმიტის დაწესებას.

დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, „ხალხი იმედგაცრუებულია იმის გამო თუ რა ხდება. ობამამ ყურადღება უნდა მიაქციოს ხალხის და არა კორპორაციების სურვილებს.“

ამ დემონსტრაციას ადგილობრივმა და ეროვნულმა გარემოსდამცველმა ჯგუფებმა გაუკეთეს ორგანიზება, რომელიც მათი გათვლებით, გარემოს დაცვის დემონსტრაციების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უნდა ყოფილიყო.

სახელმწიფო დეპარტამენტი ეკოლოგიური მდგომარეობის განცხადების გამოქვეყნებას გეგმავს. კვლევა, რომელზეც ეს ანგარიში იქნება დაფუძნებული, სწავლობს იმას, თუ რა გავლენას იქონიებს მილსადენი შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ ამერიკის ეკოლოგიაზე.

ქისტოუნი უკვე რამდენიმე წელია იგეგმება, მაგრამ დასასრული ჯერ ისევ არ ჩანს. მისი თავდაპირველი მიმართულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც გარემოს დამცველმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მილსადენი ეკოლოგიურად მგრძნობიარე ტერიტორიებს კიდევ უფრო დააზიანებდა.

ამ ეტაპზე მილსადენის მომავალი კვლავ ბუნდოვანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ობამამ გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთი ინიციატივა წარმოაყენა და ქვეყანას დაანახა, რომ დაინტერესებულია კლიმატური ცვლილებების პრობლემით.

მილსადენი უკვე თითქმის 5 წელია განხილვის თემაა. კრიტიკოსები ობამას ადმინისტრაციას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის არასათანადოდ აფასებს ამერიკის ენერგო დამოკიდებულებას და უმუშევრობას. მათი გათვლებით, კისტოუნის მილსადენის აშენებით ამერიკაში ათობით ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ქვეყნის დამოკიდებულება საზღვარგარეთიდან შემოტანილ საწვავზე მნიშვნელოვნად შემცირდება.

კონგრესმენი ედ ვაითფილდი მილსადენის აშენების ერთ-ერთი მხარდამჭერია. მისი თქმით:

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ზედმეტად უჭერს მხარს მწვანე ენერგიაში დაინტერესებული ინვესტორების ჯგუფებს. ეს იმის ფონზე ხდება, რომ ამერიკაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ნახშირორჟანგის ყველაზე დაბალი ემისიები გვაქვს.“

ამ დემონსტრაციის მსგავსად მილსადენის აშენების მომხრეებიც გეგმავენ საპროტესტო აქციის გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით მილსადენისთვის საჭირო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
XS
SM
MD
LG