ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის ანტი ტერორისტული გეგმა


თეთრი სახლის ანტი ტერორისტული გეგმა
თეთრი სახლის ანტი ტერორისტული გეგმა

თეთრი სახლის კონტრ-ტერორისტული გეგმა შეერთებულ შტატებში ეროვნულ უმცირესობებთან და იმიგრანტებთან ადგილობრივი პოლიციის მუშაობას ითვალისწინებს.

ლოს ანჯელესის პოლიციის დეპერტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგანი უსაფრთხოების სამსახურთან ამერიკაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლოს ანჯელესი ამერიკაში სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც უამრავ იმიგრანტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

როგორც ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი მაიკლ დოუინგი აცხადებს:“ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე უფრო მრავალფეროვან ქალაქში ვცხოვრობთ. აქ უფრო მეტ ენაზე ლაპარაკობენ ვიდრე ამერიკის ან მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში.“

მაიკლ დოუნინგი პოლიციის დეპარტამენტის კონტრ-ტეროტისტული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეა. ლოს ანჯელესის ხელისუფლება წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს ფედერალურ სააგენტოებთან და სხვადსხვა თემების წარმომადგენლებთან.

მისი თქმით:“ როდესაც მსოფლიო გლობალიზაციისკენ მიდის უშიშროების უზრუნველყოფაც საერთაშორისო პრობლემა გახდა და ორგანიზებულმა დამნაშავეობამაც ტრანს-ნაციონალური სახე მიიღო.“

ბატონი დოუნინგის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღიქვამენ იმიგრანტები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროა თავიდან ავიცილოთ მათი კარჩაკეტილი ცხოვრება, რაც ექსტრემიზმის წამახალისებელი ერთ-ერთი ფაქტორია.

მუსლიმთა საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელი ომარ რიკი ეთანხმება ამ თვალსაზრისს:“ უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა და მუსლიმებს აღარ უნდა უყურებდნენ, როგორც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს. პირიქით მათ გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში მოკავშირეებად უნდა განიხილავდნენ.“

საუდის არაბეთში დაბადებული, წარმოშობით პაკისტანელი პოლიციელი ჩანდ საიდი ამერიკაში გაიზარდა. ის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობს. მისი თქმით:“ ჩემი რელიგია და ეთნიკური წარმომავლობა მეხმარება ამ ადამიანებთან ურთიერთობაში. მე გაგებით ვეკიდები მათ პრობლემებს და სხვა ოფიცრებზე უკეთესად მესმის მათი გასაჭირი.

ამერიკის საზოგადოების თავისუფლების კავშირის ადვოკატი პიტერ ბაიბრინგი აცხადებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობისთვის გარკვეული მომზადების გავლაა საჭირო.

ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მაიკლ დოუნინგის განცხადებით:“ ტერორიზმთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ პიროვნების საქციელს უნდა დავაკვირდეთ. არა აქვს მნიშვნელობა რა გარეგნობისაა ადამიანი და რომელ ღმერთს ეთაყვანება.“

თეთრის სახლის გეგმის მიხედვით ამ პროგრამაში სკოლებიც უნდა ჩაერთნონ, მაგრამ როგორც პოლიციის ოფიცერი საიდი აცხადებს:“ ეს ცოტა რთული გასაკეთებელი იქნება, რადგან განათლების სისტემის დაფინანსებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ოფიცრები გამოვიყენოთ ამ საქმისთვის, მაგრამ ეს ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული.“

საიდი იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი მეტ თანხებს გამონახავს შეერთებულ შტატებში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლში.

XS
SM
MD
LG