ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის აპარატის ახალ უფროსს ტრამპი "მალე" შეარჩევს


ადამიანმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აპარატის უფროსის კანდიდატად განიხილებოდა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. პრეზიდენტის აპატარის უფროსი თეთრ სახლში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი თანამდებობაა, რადგან ის წყვეტს, ვის ექნება დაშვება პრეზიდეტთან.

ნიკ ეიერსმა, რომელიც ამჟამად ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის აპატარის უფროსია, კვირას „ტვიტერზე“ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადუხადა მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის და დასძინა, რომ მას ახალი თანამდებობა არ სურს და რომ ის ადმინისტრაციიდან წასვლას გეგმავს.

„წლის ბოლოს სამსახურიდან წავალ, მაგრამ „#მაგა“ ჯგუფთან მუშაობას გავაგრძელებ იდეის დასაწინაურებლად,“ დაწერა ეიერსმა. „მაგა“ გუნდში ტრამპის დევიზი „ისევ გავხადოთ ამერიკა დიადი“ (MAGA - Make America Great Again) იგულისხმებოდა.

ამ თემაზე კომენტარი პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმაც გააკეთა და თქვა, რომ აპარატის უფროსის თანამდებობაზე ეძებს ადამიანს, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მასთან დარჩება. კვირას „ტვიტერზე“ ტრამპმა თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღებას „მალე“ აპირებს.

ადამიანი, რომელსაც ტრამპი შეარჩევს, ჯონ კელის შეცვლის. შაბათს ტრამპმა თქვა, რომ კელი თვის ბოლოს დატოვებს სამსახურს.

„ჯონ კელი წავა - არ ვიცი შემიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ‘პენსიაში’ გავა. მაგრამ ის კარგი კაცია,“ უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG