ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრ სახლში მობილური ტელეფონების გამოყენება იკრძალება


თეთრი სახლის აღმასრულებელ ოფისებში პერსონალური მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ დღეს თეთრი სახლის სპიკერმა სარა ჰაკაბიმ განაცხადა.

„ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხოება ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია, ამიტომაც მომდევნო კვირიდან თანამშრომლებს და სტუმრებს თეთრ სახლში პირადი მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ. თანამშრომლებს კომუნიკაცია მთავრობის მიერ გაცემული ტელეფონებით შეეძლებათ,“ ნათქვამია ჰაკაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრი სახლის თანამშრომლებს და სტუმრებს ტელეფონების შენახვა ვესტ ვინგის - თეთრი სახლის დასავლეთ ფრთის შესასვლელში შეეძლებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG