ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პირველი დიპლომატი ევროპის საკითხებში უეს მიტჩელი თანამდებობას ტოვებს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ევრიპისა და ევრაზიის საკითხებში პირველი დიპლომატი უეს მიტჩელი თანამდებობას 15 თებერვალს დატოვებს.

გაზეთ „ვაშინგტონი პოსტის“ ინფორმაციით, გადადგომის თხოვნით მიტჩელმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თავად მიმართა.

„ვფიქრობ, მოვიდა დრო უფრო მეტი დრო დავყო ჩემს ახალგაზრდა ოჯახთან, რომელსაც ბევრი დღის გატარება მოუწია ჩემს გარეშე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,“ წერს მიტჩელი მდივან მაიკ პომპეოსთვის მიწერილ წერილში.

იმავე წერილში ნათქვამია, რომ „ახლა, როცა ადმინისტრაცია თავის მეორე წელს ასრულებს, მე ვგრძნობ, რომ შევასრულე ის, რაც მიზნად მქონდა დასახული ამ პოზიციაზე.“

მიტჩელის თქმით, ის ამაყობს საკუთარი საქმიანობით იმ მხრივ, რომ ამერიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სტრატეგიებში ევროპის კომპონენტის შეყვანა მოხერხდა, რომელიც ტვირთის გაზიარებას და მოკავშირეების მხრიდან თავდაცვაზე ხარჯების გაზრდას ისახავს მიზნად.

მიტჩელი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან მისი წასვლა ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისადმი გამოხატული მისი პროტესტი არ არის. მას მომავალი სამსახური ჯერ შერჩეული არ აქვს და გადადგომის წერილში ამბობს, რომ სამსახურიდან წასვლის „ორი დიდი მიზეზი“ აქვს - „ერთს უესლი ჰქვია და მეორეს შარლოტი.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG