ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ბიზნესის სფეროში ინოვაცია ამერიკის ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი ნაწილი უნდა იყოს.
პრეზიდენტმა ეს ყოველკვირეულ ინტერნეტ მიმართვაში აღნიშნა. მისი თქმით: უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას, ახალი ინდუსტრიების წამოწყებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ცდილობენ.
პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ის რამდენიმე ისეთ კომპანიას ეწვევა, რომლებიც ამერიკას უკეთესი მომავლის მოპოვებაში დაეხმარება.
გარდა ამისა, ობამა მთავრობის გარდაქმნას, სახელმწიფო დანახარჯების შეკვეცასა და განათლებაში ჩადებული ინვესტიციების გაზრდას გეგმავს.