ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა საიდუმლო დოკუმენტებს ფლობს "ვაშინგტონ პოსტი"?


დოკუმენტებში აღნიშნულია დეტალების და ანალიზის დონე, როგორიც "ჩვეულებისამებრ არ არის გაზიარებული კონგრესთან ან საგანგებო სასამართლოსთან"

ცნობილი ამერიკული გაზეთი იუწყება, რომ მოიპოვა ეროვნული უშიშროების სააგენტოს შიდა აუდიტი და სხვა სრულიად საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებენ, რომ სააგენტომ ყოველ წელს, მას შემდეგ, რაც 2008 წელს კონგრესმა სააგენტოს მიანიჭა ახალი, ფართო უფლებები "ათასობით შემთხვევაში დაარღვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წესები ან გადააჭარბა საკუთარ იურიდიულ უფლებამოსილებას".

ხუთშაბათს „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყებოდა, რომ დარღვევების უმეტესობა მოიცავს ამერიკის მოქალაქეების და უცხოელი სადაზვერვო ობიექტების ნებადაურთველ თვალთვალს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, რაც შეზღუდულია კანონითაც და პრეზიდენტის განკარგულებითაც. გაზეთი იუწყება, რომ დარღვევები ვრცელდება "კანონის მნიშვნელოვანი დარღვევიდან" ტიპოგრაფიულ შეცდომებამდე, რომლებმაც გამოიწვიეს შეერთებულ შტატებში ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო საუბრების "უნებლიე მიყურადება".

„ვაშინგტონ პოსტი“ ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ, გაზეთს ეს დოკუმენტები, მიაწოდა ეროვნული უშიშროების სააგენტოს საიდუმლო ინფორმაციის გამავრცელებელმა ედუარდ სნოუდენმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტები მოიცავს დეტალების და ანალიზის ისეთ დონეს, როგორიც "ჩვეულებისამებრ არ არის გაზიარებული კონგრესთან ან საგანგებო სასამართლოსთან, რომელიც ახორციელებს თვალთვალის ზედამხედველობას."
XS
SM
MD
LG